გია ჟორჟოლიანი: თეა წულუკიანმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს

ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის აზრით, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეიცვლება.

ჟორჟოლიანი ფიქრობს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს.
„თუ თეა წულუკიანი ამას მოინდომებს და სხვა გეგმები აქვს, ეს სხვა ამბავია. ვფიქრობ, რომ წულუკიანი ცუდად არ მუშაობს, კომპეტენტურად მუშაობს და მთელი რიგი პრობლემები რაც არსებობს, მის საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. გიორგი გახარიამ მუშაობა კარგად დაიწყო, ლევან იზორიასთან პრეტენზია არავის არ აქვს. საგარეო მიმართულება იგივე გვექნება, რაც გვაქვს, რადგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა და ამ თვალსაზრისით რადიკალური ცვლილება არ უნდა იყოს“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
დეპუტატის მოსაზრებით, ქვეყანას სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში რადიკალური ცვლილებები სჭირდება.
„ეს არის განსახორციელებელი. პერსონალიები იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც პროგრამა და პოლიტიკა უნდა იყოს განსხვავებული და ეფექტურად უნდა განხორციელდეს. გვჭირდება არა პერსონალების ცვლილება და დაკვირვება ვინ ლამაზი ბიჭია და ვინ კარგად ლაპარაკობს, არამედ სერიოზული პროგრამული ცვლილება, პოლიტიკის ცვლილება გვჭირდება და ამისთვის ყველამ უნდა იმუშაოს. ახალი ბიუჯეტი ახალ განსხვავებულ სახელმწიფო პოლიტიკას უნდა ეფუძნებოდეს”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები