თურქეთმა საავიაციო იერიშის შედეგად „ქურთ მუშათა პარტიის“ წევრი, 26 მებრძოლი მოკლა
თურქეთის სამხედრო ძალებმა, ერაყის მოსაზღვრე მთებში, რომელიც ქანდილის პროვინციაში მდებარეობს, საავიაციო იერიში მიიტანეს.
თურქეთის შიარაღებული ძალების წარმომადგენლის განცხადებით, დაბომბვის შედეგად თურქეთის ავიაციამ „ქურთ მუშათა პარტიის“ წევრი 26 მებრძოლი მოკლეს.
შეგახსენებთ, რომ „ქურთ მუშათა პარტია“ უკვე ათწლეულებია, რაც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პარტიზანულ ბრძოლას აწარმოებს და თურქეთის ხელისუფლებას ავტონომიას ითხოვს. რამდენიმე კვირის წინ კი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაეპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ ქანდილის პროვინციას ტერორისტებისგან გაათავისუფლებს.