ვინ არის პრემიერის პოსტზე დასახელებული მამუკა ბახტაძე

“ქართული ოცნების” მიერ პრემიერის კანდიდატად დასახელებული მამუკა ბახტაძე თბილისში, 1982 წლის 9 ივნისს დაიბადა.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს (2010), INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია.
არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

2005-2006წწ. სს “საქართველოს რკინიგზა”, პროექტის მენეჯერი;

2007-2008წწ. სასტუმროების ქსელ “რჩეულის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
2010-2012წწ. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი;
2013-2017წწ. სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი;

2017 წლიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
მამუკა ბახტაძის კანდიდატურა რამდენიმე წუთის წინ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დაასახელა.
კონსტიტუციის მიხედვით, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარუდგენს, თავის მხრივ, პრემიერობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში მთავრობის შემადგელობას შეარჩევს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად, პარლამენტში ნდობის მისაღებად წარსდგება. საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია, ასევე შვიდი დღის ვადაში განიხილოს აღნიშნული სამთავრობო პროგრამა, მთავრობის პერსონალური შემადგენლობა და გადაწყვიტოს თუ არა ნდობა.
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა 17:00 საათზე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა. პრემიერის გადადგომის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი და თავად პრემიერიც, მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები