ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილს: „რატომ ელანდებათ ამ კაცებს სულ “კალთაში ჯდომა”

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის სტატუსს, სადაც მან შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.
თავად სახალხო დამცველი შს მინისტრის მოადგილეს დადებითად ახასიათს.
„რატომ ელანდებათ ამ კაცებს სულ “კალთაში ჯდომა” და “მსუბუქი ყოფაქცევა”, როცა ქალებზეა საუბარი? ნათია ერთ-ერთი წესიერი, პრინციპული და პროგრესული ახალგაზრდაა, ვისაც ვიცნობ. ამ გამოძიებაში თუ რამე შეეშლება მას ან შსს-ს, პირველი ჩვენ ვიტყვით ამას! არაა საჭირო ეს ბინძური კამპანია ქალების წინააღმდეგ!“ – წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
ცნობისათვის, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.
“ესაა კარგად ცნობილი მსუბუქი ყოფაქცევის, ივანიშვილის ჯიბის “პროკურორი” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ნათია მეზვრიშვილის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები