გაერომ პალესტინელების მიმართ ებრაელი სამხედროების მიერ გამოჩენილი სისასტიკე მკაცრად დაგმო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ პალესტინელების მიმართ ებრაელი სამხედროების მიერ გამოჩენილი სისასტიკე მკაცრად დაგმო. შესაბამის რეზოლუციას მხარი 120-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 45-მა კი თავი შეიკავა, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, სოლომონის კუნძულებმა, ნაურუმ, ავსტრალიამ, მიკრონეზიამ და ტოგომ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა.
აღნიშნული რეზოლუცია, გენერალურ ასამბლეაში განსახილველად ალჟირმა შეიტანა, მას შემდეგ, რაც აშშ-მ გასულ თვეში ანალოგიურ რეზოლუციას ვეტო დაადო.
გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ აღნიშნა, რომ რეზოლუცია არის ცალმხრივი და მასში „ჰამასი“ ნახსენებიც კი არ არის, რომლის მებრძოლებიც რეგულარულად ახდენენ ძალადობის ინსპირირებას ღაზას სექტორში. რეზოლუცია ისრაელისგან მოითხოვს პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გადამეტებული, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები