რუსეთი აშშ-ს პოზიციას, კორეის ნახევარკუნძულზე არსებული სამხედრო დაძაბულობის განმუხტვის შესახებ, მიესალმება

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომას, კორეის ნახევარკუნძულზე არსებული სამხედრო დაძაბულობის განმუხტვის შესახებ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში წერია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება დროული იყო, რათა ბოლო მოეღოს კორეის ნახევარკუნძულზე სხვადასხვა სახის პროვოკაციებს.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, გაურკვეველი ვადით გადაიდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები