რა კავშირი აქვს რუსთაველზე დაკავებულ საერთაშორისო ძებნილს მალხაზ მაჩალიკაშვილთან?

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 9 პირი დააკავეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი პირიც არის.

“რუსთაველის გამზირზე დაკავებული იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისთვის და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი.

აღნიშნული პირი სამართალდამცავებმა იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე არსებულ აქციას უერთდებოდა. პიროვნების ინდეტიფიცირებისას მოქალაქემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამო, ის დააკავეს. შემოწმებისას მას ცივი იარაღი – დანა აღმოაჩნდა”, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მას საერთაშორისო ძებნილის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ის 36 წლის ბესლან ლორსანოვია. მას, როგორც განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეს ინტერპოლი ეძებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეთნიკური ჩეჩენი ბესლან ლორსანოვი აქციაზე თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის გარემოცვასთან ერთად იმყოფებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები