მამუკა არეშიძე: „სარალიძეს „გაიტაცებდნენ“, მაგრამ კუპრავა და სხვა ნაცები „გამტაცებლებს გამოგლიჯავდნენ”

„სრულიად აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა სარალიძის უბედურებას პოლიტიკური რევანშის განსახორციელებლად იყენებს და ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს“, – ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ამასთან, ექსპერტი გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მას ზუგდიდან და ბათუმიდან ინფორმაცია მიაწოდეს, თუ რაზე ესაუბრებოდა ზვიად კუპრავა ადგილობრივ მოსახლეობას.
მისი თქმით, ზვიად კუპრავა სამეგრელოს მოსახლეობას პირდაპირ მოუწოდებდა რომ თბილისში დაანონსებულ აქციაზე ჩამოსულიყვნენ და ამბობდა – „მიტინგზე იმიტომ უნდა მოხვიდეთ, რათა მთავრობა გადავაყენოთო“.
მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სპეციალურად პანკისიდან მოსახლეობა ჩამოიყვანეს.
ამასთან, მამუკა არეშიძე მკითხველს ზაზა სარალიძის „გატაცების“ სცენარის შესახებ ინფორმაციას აწვდის.
„ხელისუფლება მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ “ნაციონალები” ყველანაირ პროვოკაციაზე წავლენ. ისინი სერიოზულ პროვოკაციას ცოტა ხნის წინათაც გეგმავდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. პანკისიდან მივიღე ინფორმაცია, რომ ნაცმოძრაობა ხეობაში ეძებდა ადამიანებს, რომლებიც ზაზა სარალიძის გატაცების იმიტაციას მოაწყობს. კერძოდ, სცენარი ასეთი იყო: პანკისელების ჯგუფი სარალიძეს „გაიტაცებდა“, მაგრამ კუპრავა და სხვა ნაცები, „შეძლებდნენ“ სარალიძე „გამტაცებლებისთვის“ გამოეგლიჯათ. ეს ყოველივე საპროტესტო მუხტის გაზრდასა და აჟიოტაჟის შექმნაზე იყო გათვლილი, მაგრამ, საბედნიეროდ, ნაცებმა პანკისის ხეობაში ვერ იპოვეს ხალხი, რომელიც ამ სიბინძურეს ხელს მოაწერდა. ამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილი სარალიძის გატაცების დაგეგმაში არ მონაწილეობდა“, – აცხადებს მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები