51-ე საჯარო სკოლის პედაგოგი მოსწავლეებს შორის მომხდარი მორიგი ინციდენტის შესახებ განმარტებებს აკეთებს

51 – ე საჯარო სკოლის პედაგოგი მოსწავლეებს შორის მომხდარი მორიგი ინციდენტის შესახებ განმარტებებს აკეთებს. ამასთან, 51-ე სკოლაში მომხდარი კიდევ ერთი დაპირისპირების შემდეგ, სკოლის მანდატურები და ადმინისტრაციის წევრები წუხელ გამოიკითხნენ. მათი დაკითხვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
„დამთავრდა 6 გაკვეთილი. ორ საათზე წავიდნენ ბავშვები სახლში და რაღაც სიტყვიერი შელაპარაკება მომხდარა. როგორც გავიგე, რაღაც უცენზურო სიტყვა უხმარია ერთ – ერთს. ორივე ჩვენი სკოლის მოსწავლეები არიან. ერთ – ერთი კი ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეა. ეს სიტყვიერი დაპირისპირება სოციალურ ქსელში დაიწყო, თუმცა, ბავშვები უკვე შერიგდნენ“, – აცხადებს სკოლის პედაგოგი ნანა დვალი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 ივნისს, ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, გურგულიას ქუჩის N 30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ამ ეტაპზე, დადგინდა, რომ თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის 10-ე კლასის მოსწავლემ ს. გ.-მ ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს, ზ. ჯ.-ს სოციალური ქსელის, ფეისბუქის საშუალებით, უცენზურო სიტყვები მისწერა, რაც მათი კამათის მიზეზი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები