ხელვაჩაურში ნავით სეირნობისას დაღუპული მეოთხე ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა

ხელვაჩაურში ნავით სეირნობისას დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა.
ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, ნავით სეირნობისას კირნათი-ჰესთან ოთხი ადამიანი დაიღუპა. აქედან სამი უცხოელი ტურისტი, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქე იყო, რომელიც ტურისტებს მეგზურობას უწევდა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, სამივე ტურისტი რუსეთის მოქალაქეა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გასაბერი ნავი მდინარეში რაღაც საგანს წამოედო, შედეგად ნავი დაზიანდა და ამობრუნდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები