პაველ ჰერჩინსკი: საქართველო არ ესწრება უფრო და უფრო მეტ ღონისძიებას, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას, ვწუხვარ, მაგრამ ეს არის დღევანდელი რეალობა

,,დღევანდელ ღონისძიებაზე პირადი მოწვევა არ გაგვიგზავნია არც ახლანდელი და არც ყოფილი მთავრობისთვის”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს ,,ექსპო ჯორჯიაში“, განუცხადა, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით, ევროპის დღე აღინიშნება.

ჰერჩინსკის თქმითვე, საქართველო არ ესწრება უფრო და უფრო მეტ ღონისძიებას, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულს, რაც სამწუხაროა.

„ეს არის ღია ღონისძიება. ჩვენ მოვიწვიეთ ყველა. შესაძლოა, ნახეთ კამპანია მედიაში, სოციალურ ქსელში ჩვენი პოსტერები. იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი მოვა, რათა აღნიშნოს ევროპის დღე ჩვენთან ერთად, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. მართალი ხართ, პირადი მოწვევა არ გაგვიგზავნია არც ახლანდელი და არც ყოფილი მთავრობისთვის. ვწუხვარ, მაგრამ ეს არის დღევანდელი რეალობა, საქართველო არ ესწრება უფრო და უფრო მეტ ღონისძიებას, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას. ეს არის იმ ქმედებების შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო ერთი წელია, ახორციელებს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის დღევანდელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის რეალობა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები