გერმანიის ახალი საგარეო მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს

გერმანიის ახალი საგარეო მინისტრი, იოჰან ვადეფული უკრაინაში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვადეფული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება, რომელიც დღეს იმართება.

“გერმანია მომავალშიც იმ ქვეყნებს შორის იქნება, რომლებიც ყველაზე მეტად უჭერენ მხარს უკრაინას. ჩვენ საჭირო მხარდაჭერას გაგიწევთ და ამას მანამ გავაკეთებთ, სანამ რუსეთი არ გააცნობიერებს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მკაცრად უნდა იყოს დაცული”,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები