ვატიკანში, კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს

ვატიკანში, კარდინალებმა კონკლავის მეორე დღეს ახალი პაპი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სიქსტეს კაპელადან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარდინალებმა ახალი რომის პაპის არჩევა შეძლეს.

მისი ვინაობა და სახელი, რომელსაც ის პონტიფიკოსის რანგში მიიღებს, მალე გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები