პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, აჰმედ შარიფ ჩაუდჰრიმ განაცხადა, რომ ინდოეთმა გუშინ ღამით პაკისტანის წინააღმდეგ აგრესიის კიდევ ერთი აშკარა სამხედრო აქტი განახორციელა,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
„ინდოეთმა გუშინ ღამით პაკისტანის წინააღმდეგ აგრესიის კიდევ ერთი აშკარა სამხედრო აქტი განახორციელა. პაკისტანის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან ნებისმიერი სახის საფრთხის მიმართ”,- აცხადებს ჩაუდჰრიმი.
გავრცელებული ცნობით, ორი ქვეყნის სამხედროები ერთმანეთის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღით და არტილერიით ისროდნენ.
მედიის ინფორმაციით, პაკისტანის არმიის სამხედროებმა გუშინდელი ღამიდან მოყოლებული სხვადასხვა ადგილას გაგზავნილი ინდოეთის 12 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალა.