საჩხერის მერი: დღეს, როცა ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, უფრო მეტად ვაფასებთ ჩვენი წინაპრების თავგანწირვას სამშობლოს თვისუფლებისათვის ბრძოლაში

ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ კორბოულში, ,,ჩიჩინას გორაზე,“ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს შინმოუსვლელთა მემორიალი.

ივანაშვილის თქმით, წინაპრების თავგანწირვა დასაფასებელია.

,,დღეს, როცა ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, უფრო მეტად ვაფასებთ ჩვენი წინაპრების თავგანწირვას სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

გილოცავთ გამარჯვების დღეს. დიდება გამარჯვებისთვის მებრძოლ გმირებს“,- აღნიშნა ლევან ივანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები