ვენსი – “რუსეთი არ შეიძლება ელოდოს, რომ მას გადასცემენ ტერიტორიას, რომელიც ჯერ არც კი დაუპყრია”

რუსეთი უკრაინაში ომის დასამთავრებლად სამშვიდობო მოლაპარაკებებზე “ზედმეტად ბევრს” ითხოვს,- ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

ვენსის თქმით, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ იმ ტერიტორიებს მიიღებს, რომლის დაპყრობაც მან ვერ შეძლო.

„ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი მოითხოვდა ზედმეტად ბევრს, იმიტომ, რომ რუსული აღქმა არის ის, რომ ისინი იმარჯვებენ ამ ომში. რა თქმა უნდა, უკრაინელებს სურთ ზავის მიღწევა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე თვე მათთვის არ იყო მარტივი. ჩვენი პოზიცია ისაა, რომ ჩვენ არ გვსურს უკრაინის მარცხი. ჩვენ, ცხადია, გვსურს, რომ უკრაინა დარჩეს სუვერენულ სახელმწიფოდ, მაგრამ რუსეთი არ შეიძლება ელოდოს, რომ მას გადასცემენ ტერიტორიას, რომელიც ჯერ არც კი დაუპყრია. სწორედ ამას გვთავაზობდა ის თავდაპირველ სამშვიდობო გეგმაში“, – განაცხადა ვენსმა.

მისი თქმით, პროგრესია ის ფაქტი, რომ რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებებში მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები