ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს
ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი, სასულიერო პირებმა კი, პანაშვიდი გადაუხადეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წლისთავზე ქუთაისში მხოლოდ ორი ვეტერანი ცხოვრობს, რომლებმაც მთავრობისგან ფულადი ჯილდო მიიღეს.
ვეტერანებს ორესტი ბერულავას და გუგული სალუქვაძეს ხელისუფლების წარმომადგენლები სახლში ესტუმრნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს.
“80 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. 8 ათეული წლის წინ ფაშიზმი დამარცხდა.
გამარჯვების დღეს ვულოცავ ომის ვეტერანებს და განსაკუთრებით იმ ორ ქუთაისელ ვეტერანს, რომლებიც დღესაც ჩვენს გვერდით არიან. მადლობა მათ, სამშობლოს დასაცავად გაღებული მსხვერპლის გამო!
მშვიდობა გვქონდეს ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში!” – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.