„შიშის გარეშე, მაგრამ გამძლეობით“ – ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი პუტინისგან კიდევ ერთ ომს ელოდება

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, ფინეთის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტივობების გაზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ეხება ახალი რკინიგზის მშენებლობას.

დიკ სხოფი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია ორი-სამი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ევროპის საზღვარზე სამხედრო ძალების შექმნა, კიდევ ერთი ომის დასაწყებად.

„რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთმა საკმარისი პოტენციალი განავითარა კიდევ ერთი ომის დასაწყებად და ეს ადვილად შეიძლება ევროპის კონტინენტზე მოხდეს.

არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ ამის თავიდან ასაცილებლად, სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ“, – თქვა სხოფმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები