9 მაისი და ემზარ ცირდავას ჯარისკაცის მამის პორტრეტები
მხატვარი ემზარ ცირდავა ფილმიდან „ჯარისკაცის მამა“, სერგო ზაქარიაძის პორტრეტებს აქვეყნებს.
„გილოცავთ მეგობრებო ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაულს 9 მაისს … ჩემი გმირი ბიძების – ჭიჭიკო და
მელიტონ ბენდელიანების მარადიული ხსოვნა იყოს.
ხსოვნა იყოს ყველასი, ვინც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო და თავი გაწირეს თავისუფლებისათვის…
.. დიდება არ დავიწყება გმირებს ნათელში გვიმყოფოს უფალმა მათი სულები!…
…. დედა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო მრავალჯერ დაჯილდოებული ორდენებით. შარშან დედას სამტომეული წიგნის მიხედვით გადაიღეს მხატვრული ფილმი „იარე ლიზა“ …
მამა აფხაზეთის ომის გმირია. ავთანდილ ცირდავა გმირთა მემორიალზეა ასახული. დიდება მათ სახელს, მადლიანს!
…ჩემო ტანჯულო სამშობლოვ!
დედამ იქ გამაჩინაო ,
ვინც ჩვენ აკვანი დაგვირწო
და გაგვიჩინა რწმენაო,
აფხაზეთს მამას მივსტირი,
აღარც არა მყავს დედაო
ძმათა სისხლისღვრამ ულერწმოდ
წყალს აქეთ დამარჩინაო
ალბათ ბედი არ გამწირავს
და დამაბრუნებს შინაო
არადა ღმერთი გულში მყავს
ცაში მაქვს დიდი ბინაო“… – წერს ემზარ ცირდავა სოციალურ ქსელში.