“რუსთაველის გამზირზე უღირსი სპექტაკლი გათამაშდა, არ ვაპირებთ ამ მასკარადში მონაწილეობას”
პოლიტიკური პარტია „გირჩი“ აცხადებს, რომ არ ჩაერთვება გაერთიანებული ოპოზიციის აქციაში, ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად. როგორც On.ge-ს “გირჩში” უთხრეს, პარტიას გაცხადებული აქვს პოლიტიკა, რომ არანაირ გაერთიანებაში არ შევა – “რადგან არ არსებობს და შეუძლებელია არსებობდეს რაიმე ღირებულებითი თანხვედრა არსებულ პოლიტიკურ სპექტრთან.”
“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ის რაც რუსთაველის გამზირზე მოხდა, არის იაფი და უღირსი სპექტაკლი.
“ჩვენ არ ვაპირებთ ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებას… იქ შეკრებილი პარტიები აკეთებენ იგივეს, რასაც წინა ხელისუფლების დროს აკეთებდა მაშინდელი ოპოზიცია – უმძიმეს ადამიანურ ტრაგედიებს იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის”, – აცხადებენ “პარტიაში.
“გირჩის” განცხადებით, არ არსებობს პოლიტიკური მიზანი, რომლისთვისაც საკუთარ სინდისთან ასეთ კომპრომისზე წავლენ.
წყარო: On.ge