რას ნიშნავს “კააა” – ლაშა ცუცქირიძე განმარტებას აკეთებს
ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის მიზნით გამართული აქციების ერთ-ერთი მონაწილე, ზვიად კუპრავას თანამოაზრე – ლაშა ცუცქირიძე განმარტავს თუ რას ნიშნავს მის მიერ აქციაზე გუშინ ნათქვამი „კაა“.
„არ მქონდა დრო იმისთვის, რომ განმემარტა, რატომ ვთქვი “კაა” – მულტფილმი გვაქვს ყველას ნანახი, კაა მახრჩობელა გველია. მახრჩობელა გველები, რომლებიც იყვნენ აქ მობილიზებული, ივანიშვილის მიერ გამოგზავნილი სუს-ის აგენტები, იმათ მივმართე, მაგრამ არ ამოყვეს თავი, თუმცა მოუწევთ“, – განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
ცნობისათვის, ცუცქირიძის გუშინდელ ნათქვამს სოციალურ ქსელში მითქმა-მოთქმა და არაერთი მხიარული შეფასება მოჰყვა.