IRI: გამოკითხულთა 27% ხმას „ქართულ ოცნებას“, 17% კი, „ნაცმოძრაობას“ მისცემდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 27 პროცენტი ხმას პარტია „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.
მათივე ცნობით, გამოკითხულთა 17-მა პროცენტმა მისთვის მისაღებ პარტიად „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა, ხოლო 7-მა პროცენტმა „ევროპული საქართველო“.
ამასთან, გამოკითხულთა 5 პროცენტი ხმას „ლეიბორისტულ პარტიას“ მისცემდა; 4 პროცენტი „პატრიორტთა ალიანსს“ ; 3 პროცენტი – „დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიან საქართველოს“; 2 პროცენტი – „ახალი საქართველო“; 1 პროცენტი – „თავისუფალი დემოკრატები“; 1 პროცენტი – „გირჩი“.
ამასთან, ჩამოთვლილთაგან არც ერთ პარტიას ხმას არ მისცემდა გამოკითხულთა 19 პროცენტი; 14 პროცენტმა კი – არ იცის/პასუხი არ აქვს.
ცნობისათვის, კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე 1 500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა​გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები