IRI: გამოკითხულთა 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს მხოლოდ პრო-დასავლური

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აგრძელებს მკვეთრად პრო-დასავლური საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას. ჯამში გამოკითხულთა 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს „მხოლოდ პრო-დასავლური და ევროკავშირისკენ მიმართული” (27 პროცენტი) ან პრო-დასავლური, მაგრამ ამასთანავე, რუსეთთან​ ურთიერთობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული (50 პროცენტი)“.
ამავე კვლევით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დიალოგის მხარდაჭერის მაჩვენებელი 76% -ია, იგი 2017 წლის აპრილის შემდეგ 6 პროცენტით შემცირდა.
კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს 1500 მოქალაქე. რესპონდენტთა​ გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები