არჩილ თალაკვაძე: ასადის გადაწყვეტილებას არანაირი ლეგიტიმაცია და ხალხის მხარდაჭერა არ ექნება

„ბუნებრივია, ეს არაღიარების პროცესში ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს, ეს რეჟიმებისთვის მოჩვენებითი აღიარებაა. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვაქვს და საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების “აღიარების” გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, ამას არანაირი ლეგიტიმაცია და ხალხის მხარდაჭერა არ ექნება.
„ამ გადაწყვეტილებას სირიელი ხალხის ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა ვერანაირად ვერ ექნება, რადგან სირიაში კრიზისია. ასადსა და მის რეჟიმს სირიელი ქალების, კაცებისა და ბავშვების ხმა არ ესმით. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას არანაირი ლეგიტიმაცია და ხალხის მხარდაჭერა არ ექნება. რატომ, ახლა? ამაზე პასუხი არსებობს. ასადის რეჟიმი რუსეთთან იმ მოვლენების შემდეგ ვალშია, რომელიც სირიაში ბოლო პერიოდში განვითარდა. შესაბამისად, რუსეთმა ეს დავალიანება იმისთვის გამოიყენა, რომ ასადის რეჟიმს ე.წ. აღიარება მიეღო”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები