ამირან სალუქვაძე: სირიის გადაწყვეტილებას სერიოზული მხარდაჭერა არ მოჰყვება, არც მსოფლიოში და არც რეგიონში (ვიდეო)

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე პირდაპირ ჩართვაში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარებას საკითხს გამოეხმაურა.
როგორც მან ჩართვაში აღნიშნა, ყველასთვის კარგად ცნობილია, თუ როგორ ინარჩუნებს ხელისუფლებას სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი. მისივე თქმით, ამაში მთავარი ხელშემწყობი სწორედ რუსეთის ფედერაციაა. სწორედ ამიტომ, ამირან სალუქვაძის შეფასებით, სირიის მხრიდან ამგვარ გადაწყვეტილებას სერიოზული მხარდაჭერა არ მოჰყვება არც მსოფლიოში და არც რეგიონში.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სირიამ ე.წ. აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა აღიარა, რაც მოგვიანებით, სირიულმა მხარემაც დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები