სალომე ზურაბიშვილი: სირია დღეს ყველაზე სამარცხვინო ქვეყანაა

დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სირიის საგარეო უწყების მიერ, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება.
ზურაბიშვილის შეფასებით, სირია დღევანდელ დღეს ყველაზე სამარცხვინო ქვეყანაა.
“სირიის მიერ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარება არაფერს ნიშნავს. ქვეყნებიც, ვინც აქამდე აღიარა – ნაურუ და კიდევ ვიღაცები, არაფერს არ წარმოადგენენ. სირია დღევანდელ დღეს ყველაზე სამარცხვინო ქვეყანაა. არამხოლოდ იმიტომ, რომ მოკავშირე რუსეთისგან არის ისეთი დამონებული, რომ მას საკუთარი გადაწყვეტილება არ გააჩნია, არამედ საკუთარი ხალხის მიმართ არის ყველაზე სამარცხვინო რეჟიმი“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები