თენგიზ ფხალაძე: საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფო, არამედ რუსული დიპლომატია

ამ შემთხვევაში საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსული დიპლომატია და სრულიად გასაგებია თუ საიდან მოდის ეს ე.წ. აღიარების თემა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო არენაზე კოორდინირებული ნაბიჯების კიდევ უფრო გაძლიერება, რათა რუსეთის ფედერაციაზე დიპლომატიური წნეხი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.
“ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსული დიპლომატია და სრულიად გასაგებია თუ საიდან მოდის ეს ე.წ. აღიარების თემა. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც ხაზგასასმელია – ასეთი ტიპის აღიარებას არანაირი საერთაშორისო-სამართლებრივი შედეგი არ და ვერ ექნება. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინირებული მუშაობა არაბული ლიგის ქვეყნებთან და ზოგადად, ამ რეგიონის ქვეყნებთან, რადგან ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ის დიპლომატიური ფრონტი, რომელიც გახსნილი აქვს რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ. იმავდროულად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო არენაზე მწყობრი, კოორდინირებული და მიზანმიმართული ნაბიჯების კიდევ უფრო გაძლიერება, რათა რუსეთის ფედერაციაზე დიპლომატიური წნეხი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. დაბოლოს, თავისთავად ცხადია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია აქ ჩვენი პარტნიორების ჩართვა და მათთან ერთად კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმა საერთაშორისო არენაზე”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის “საგარეო საქმეთა მინისტრმა” დაურ კოვემ, ცოტა ხნის წინ, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე საგანგებო ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ის იუწყება, რომ სირიამ და მაჰმუდ აბასის მთავრობამ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები