გედევან ფოფხაძე: რუსეთთან სირიას ჰქონდა გარკვეული ვალდებულებები და აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება

“რუსეთთან სირიას ჰქონდა გარკვეული ვალდებულებები და აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ფაქტს.
ამასთან, დეპუტატი განმარტავს, რომ საქართველო ასადის ხელისუფლებას რუსეთის მსგავსად, სამხედრო მხარდაჭერას ვერ გამოუცხადებს.
მისივე თქმით, იგი არ მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი ქართული დიპლომატიის ხარვეზად ჩაითვალოს.
„ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთმა ანკლავად აქცია და სწორედ ისეთ მოკავშირეებს ეძებს საერთაშორისო სივრცეში, სადაც დიდად არ არის პატივცემული საერთაშორისო ნორმები, ადამიანის უფლებები. ამიტომ, არ მგონია, ამაში რაიმე საგანგაშო იყოს. რუსეთთან სირიას ჰქონდა გარკვეული ვალდებულებები და აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუ საქართველო გახდება ჩრდილო კორეის, სირიის და ისეთი სახელმწიფოების მოკავშირე, რომელიც არ ცნობს ადამიანის უფლებებს და გამოდის ძალიან საეჭვო პოლიტიკური დღის წესრიგით, ჩვენ მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში გავქრებით. ყველასთვის მეგობარი ვერ ვიქნებით. საქართველოს აქვს სწორი საერთაშორისო არჩევანი გაკეთებული, არის თანმიმდევრული და ყველასთვის მოსაწონი ვერ ვიქნებით”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები