სირიის მიერ „სამხრეთ ოსეთისა“ და ოკუპირებული აფხაზეთის აღიარების საკითხზე, საგარეო უწყებაში დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სირიის მიერ აღიარების საკითხზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დღეს, 17:00 საათზე გამართავს.
ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის “საგარეო საქმეთა მინისტრმა” დაურ კოვემ, ცოტა ხნის წინ, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე საგანგებო ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ის იუწყება, რომ სირიამ და მაჰმუდ აბასის მთავრობამ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები