“ყველა საერთაშორისო დოკუმენტში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს განუყოფელი ნაწილია”

ყველა საერთაშორისო დოკუმენტში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს განუყოფელი ნაწილია, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების კომენტირებისას განაცხადა.
„საქართველოს სუვერენიტეტი და მთლიანობა, ყველა საერთაშორისო დოკუმენტში არის აღიარებული. ასევე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, არაერთი რეზოლუცია, დოკუმენტი, არაერთი პოლიტიკური და სამართლებრივი აქტი ხაზგასმით ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ისეთი ტიპის ქვეყნებში, სადაც არ არის დემოკრატიული სისტემა და მმართველობა, რომელიც არღვევს საერთაშორისო პრინციპებს, სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს, მსგავსი მიდგომა გასაკვირი არ არის. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა და ყველა პარტნიორი ქვეყანა ამ მიდგომას აბსოლუტურად ემიჯნება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები