დავით ჭიჭინაძე: სირია ყველა გადაწყვეტილებას რუსეთის კარნახით იღებს

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის შეფასებით, სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „აღიარების“ გადაწყვეტილების უკან რუსეთი დგას.
როგორც ჭიჭინაძემ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ დღეს სირიის ხელისუფლების უკან რუსეთი დგას.
„ყველამ კარგად ვიცით, თუ ვინ დგას დღეს სირიის ხელისუფლების უკან – ეს არის რუსეთი, შესაბამისად, სახელმწიფოებრიობა სირიაში ჩამოშლილია და ის ყველა გადაწყვეტილებას რუსეთის კარნახით იღებს – ამაში ორი აზრი არ არსებობს. რაც შეეხება აღიარების უკან წაღების საკითხს, დღეს ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი, აღიარების უკან წაღების მიზნით, სამუშაოები ჩასატარებელია არა სირიასთან, არამედ რუსეთთან, მათ შორის საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებითაც“, -აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.
ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის “საგარეო საქმეთა მინისტრმა” დაურ კოვემ, ცოტა ხნის წინ, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე საგანგებო ინფორმაცია გამოაქვეყნა. ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იუწყება, რომ სირიამ და მაჰმუდ აბასის მთავრობამ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები