ეკა ბესელია IDFI-ის მიერ გამართულ  საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგებისა და კანონპროექტის პრეზენტაციას დაესწრო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამართულ  საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგების და კანონპროექტის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს (OSGF) ხელშეწყობით გაიმართა.

ეკა ბესელიამ შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საქართველოს ახალ კონსტიტუციურ ჩარჩოსთან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მარეგულირებელი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე ისაუბრა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის საკითხები, კონსტიტუციური ცვლილებების ფორმალური და შინაარსობრივი მოთხოვნებიდან  გამომდინარე, სამ კატეგორიად დაჯგუფდა.

მისივე განმარტებით,  აღნიშნული კატეგორიებიდან პირველი და მეორე კატეგორიები უკვე ინიცირებულია „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის პროექტით, ხოლო მესამე კატეგორიად განისაზღვრა შემდგომ ეტაპზე განსახორციელებელი ცვლილებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები