იენს სტოლტენბერგი: ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას
ალიანსის კარი ღიაა ახალი წევრებისთვის ნატო მხარს უჭერს ასპირანტი ქვეყნების და მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, – ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ვარშავაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა იქნება ერთ-ერთი მთავრი თემა, რომელსაც ივლისში ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე მოკავშირეები განიხილავენ. „ნატო გააგრძელებს საქართველოს პრაქტიკულ მხარდაჭერას, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ერთი-ერთი მთავრი თემაა, რომელსაც ივლისში ბრიუსელში განვიხილავთ. ჩვენ შარშან დავადასტურეთ, რომ ალიანსის კარი ღიაა ახალი წევრებისთვის, როდესაც მონტენეგრო გახადა ნატოს 29-ე წევრი. მხარს ვუჭერთ სხვა ასპირანტი ქვეყნების ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას“, –განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.