მამუკა არეშიძე: ის, რომ სტრასბურგში რუსეთის სასარგებლოდ იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება, ამაზე საუბარიც არ ღირს

პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე, რომელიც სტრასბურგში გამართულ სასამართლო პროცესს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ბოლო, ზეპირ მოსმენას ესწრებოდა, მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, მოვლენებს აფასებს.
 
“აღნიშნული პროცესი გახლდათ განვლილი პროცესის ბოლო აკორდი, ადვოკატთა გამოსვლის სახით. პარადოქსალურია, რომ როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ინტერესებს, ინგლისელი ადვოკატები იცავდნენ.
 
მიუკერძოებლად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიცია გახლდათ ბევრად უფრო გამართული და აშკარად იგრძნობოდა, რომ მას ჰქონდა არგუმენტი, რაც შეეხება რუსეთის ინტერესების დამცველს, (რომელიც ასევე მაღალკვალიფიციურია) უფრო ემოციაზე აპელირებდა. რუსული მხარის გამოსვლის მიხედვით, თურმე ომი არ ყოფილა – ამას აცხადებდა რუსეთის ფედერაციი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გალპერინი. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი სტალინმა შემოუერთა საქართველოს, მანამდე ეს გახლდათ დამოუკიდებელი რეგიონი, რომელიც ისტორიულად არასოდეს საქართველოს არ ეკუთვნოდა. რუსეთი მსგავსი აბსურდული არგუმენტებით ცდილობდა გამოსვლას, ისინი აცხადებდნენ, რომ მხოლოდ გამშველებლის როლში იყვნენ და არავითარი ომი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის არ ყოფილა, თითქოს მათ არ გამოუყენებიათ არავითარი ისკანდერი. ადვოკატმა პირდაპირ მიანიშნა, რომ აღნიშნული იარაღი ქართული მხარის მიერ იყო მოპოვებული და ეტყობა თავად ისროლა გორის მოედანზე, ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ იარაღის ნამსხვრევების ნარჩენების სერია ბოლოვდება ასეო E თი, რაც საექსპორტო იარაღს წარმოადგენს. რუსული მხარე დაჟინებით ამტკიცებდა, რომ სწორედ ქართული მხარის მოპოვებულ და შემდეგ გორის მოედანზე გასროლილ ესკანდერს შეეწირა 12 ადამიანის, მათ შორის ჰოლანდიელი ჟურნლისტის სიცოცხლე.
რუსული მხარის და მისი ინტერესთა დამცველების გამოსვლა, ძალიან ჰგავდა, სასოწარკვეთილი ადამიანის პოზიციას, რომელსაც არგუმენტი აღარ დარჩა. ქართული მხარის ადვოკატის ბოლო სიტყვა, ვფიქრობ სასამართლოზე განსაკუთრებით იმოქმედებდა, აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ მიუხედავად სტრასბურგის სასამართლოს უმაღლესი ავტორიტეტისა, მან შეიძლება ვერ გაუძლოს რუსეთის ღია შანტაჟს, რომელიც მან სასამართლომდე გააჟღერა, რომ რუსეთი შეწყვეტს ევროსტრუქტურების, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს დაფინანსებას (34 მილიონი დოლარი). რუსეთის მხარის ეს მიდგომა გააჟღერა სწორედ ქართული მხარის ადვოკატმა, აღნიშნული თემა ფრიად დელიკატურია, ადვოკატს შეეძლო არც ეთქვა ამის შესახებ, მაგრამ რუსეთის ამ განცხადების შემდეგ, ჩვენ გაგვიჩნდა შიში, რომ შესაძლოა სასამართლომ ამ ზეწოლამ ვერც გაუძლოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ამ ფაქტის გაჟღერება გვაწყობდა, თუკი სასამართლომ ვერ გაუძლო ზეწოლას, უკვე ცნობილია, თუ რატომ ვერ გაუძლო. აღსანიშნავია, რომ ეს პასაჟი სატანადოდ მიიღო და გააჟღერა მსოფლიო მედიამ.
პატარა ქვეყნის ბედი ყოველთვის საჩოთიროა დიდი ქვეყანასთან ჭიდილში, აქედან გამომდინარე, ქართულმა მხარემ ყველა არგუმენტი გამოიყენა, რომ სამართლიანობამ იზეიმოს. გასათვალისწინებელია, რომ ვიდრე ჩვენ ამ პროცესის ვერდიქტს ველით, ახლოვდება მეორე სარჩელის ვერდიქტის ვადაც. ეს გახლავთ 2006 წლის სარჩელი „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დაცვის კონტექსტში, როდესაც რუსეთმა მასიურად გამოაძევა საქართველოს მოქალაქეები რუსეთიდან, რამოდენიმე მათგანი დაიღუპა, ხოლო უმეტესობის პირადი ქონება დაიკარგა.
ორივე საქმეზე ვერდიქტი წლის ბოლომდე უნდა იქნეს გამოტანილი და ჩავთვალოთ, რომ ეს მეორე პროცესი, გახლავთ ერთგვარი მინიმალური ზეწოლა, უკვე საქართველოს მხრიდან.
იმედი მაქვს სამართალი იზეიმებს, ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი კონიუქტურა სასამართლოს ამისკენ უბიძგებს, თუმცა მაქვს შიში, არ იმუშაოს კულუარულმა ძალებმა, რომელიც საბოლოო ჯამში სასამართლოს მიაღებინებს შუალედურ გადაწყვეტილებას. ის რომ რუსეთის სასარგებლოდ იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება ამაზე საუბარიც არ ღირს, მაგრამ ტალიავინის დასკვნის დარი გადაწყვეტილება არანაირად არ გვაწყობს, ეს არანაირ სიკეთეს არ მოგვიტანს. ყურადღებაა გასამახვილებელი მედიაზე, იგი აქტიურად აშუქებს თავად პროცესს, არადა ეს თემა ყოველდღე აქტუალური უნდა იყოს, გარდა ამისა, აქტუალურია რუსულ საზოგადოებამდე იმ აზრის მიტანა, რომ არ შეიძლება ასეთი დანაშაული ჩაიდინო და შეგრჩეს. საუბარი იმაზე, რომ დიდი ქვეყნები ასე იქცევიან, არასწორია, სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან რომ გვქონდეს დავა, იგივე პოზიცია გვექნება”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები