პარლამენტის დელეგაცია ვარშავაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ, ასამბლეის სამოქალაქო განზომილებისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე,  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ქმედებაზე პასუხისმგებლობა ოკუპანტ სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

ირაკლი ბერაიას თქმით, რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის არამარტო საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ საფრთხის შემცველია მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის.

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების პარლამენტარები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევები, რუსეთისგან მომდინარე კონვენციური და არაკონვენციური საფრთხეები, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და სხვა.  საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 28 მაისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები