გიორგი მარგველაშვილი: დიასპორებში ენის, როგორც იდენტობის მთავარი ღერძის შენარჩუნება, ქართული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მიზანია

საქართველოს პრეზიდენტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით,  ქართული დიასპორის ფორუმს – “ქართული დიასპორა – ერთიანი საქართველოსათვის” დაესწრო და   ქართული დიასპორის ორგანიზაციებს უცხოეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,  ქართული დიასპორის  გამარჯვებები აძლიერებს ქვეყანასა და ქართულ საზოგადოებას, ამიტომ განსაკუთრებით სასიხარულო და აღსანიშნავია მათი ზრუნვა  ჩვენი სამშობლოს მიმართ.
პრეზიდენტმა ქართული დიასპორის გაძლიერების მიმართულებებზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ქართული იდენტობის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ქართული ენის შენარჩუნება. ამ კუთხით კი, აღსანიშნავია უცხოეთში დიასპორის შეკრების ადგილები და კულტურული ცენტრები, რომლებიც შექმნილია ეკლესიების ირგვლივ და საკვირაო სკოლების ფარგლებში.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უაღრესად საყურადღებოა ენის შენარჩუნების საკითხი, ამიტომ ამ საკითხს მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდება.

“ენის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი მიზანი უნდა იყოს ჩვენს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის მუშაობისა და თანამშრომლობის. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მზადაა, მხარდაჭერა გამოხატოს იმგვარი პროექტების მიმართ, რითაც  დიასპორები შეინარჩუნებენ მშობლიურ ენას, როგორც იდენტობის მთავარ ღერძს. ფონდი უკვე დაეხმარა რამდენიმე საკვირაო სკოლას და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ინიციატივებს, ენის მიმართულებით. ამ კომპონენტის გაძლიერება მართლაც მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობის მინიჭების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუკი საქართველოს პარლამენტი სწრაფად მიიღებს კანონს და წარმოშობით ქართველებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული პროცედურები უფრო ლიბერალური გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები