ირაკლი კობახიძემ უკრაინის “ვერხოვნა რადას” თავმჯდომარეს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინის “ვერხოვნა რადას” თავმჯდომარეს, ანდრიი პარუბის უმასპინძლა. ირაკლი კობახიძე და ანდრიი პარუბი მცხეთაში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ კოლეგას ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და დედათა მონასტერი დაათვალიერებინა.
უკრაინის “ვერხოვნა რადას” თავმჯდომარე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით ეწვია და საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები