გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს. პრემიერმა ბრიტანელ სტუმრებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისა და საქართველოს მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც სულ უფრო ვითარდება. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და ქვეყნის მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. მხარეებმა ასევე, განიხილეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. საუბრისას, ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიტანელ დეპუტატებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები