გიორგი კვირიკაშვილი: საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ ჟან კლოდ იუნკერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჟან კლოდ იუნკერის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსადმი.
„ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, უმნიშვნელოვანეს რეფორმირების პროცესში და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჟან კლოდ იუნკერს მისი პირადი წვლილისთვის საქართველოს დახმარების პროცესში. ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით. დღეს საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რეფორმების დღის წესრიგი, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე გადაადგილდებიან ევროპაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი როლი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში. ევროკავშირი გახლავთ ჟენევის ფორმატის უმთავრესი მონაწილე მხარე და საქართველო ძალიან მადლიერია ევროკავშირის თანმიმდევრული პოზიციისა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის და აღიარების მიმართულებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების სახელით, საქართველოში ვიზიტისათვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები