დალია გრიბაუსკაიტე: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს გვერდით ყოფნა, როდესაც დამოუკიდებლობის 100 წელს ზეიმობთ

„გამარჯობა, საქართველო! ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს გვერდით ყოფნა მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობის 100 წელს ზეიმობთ“ – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლიეტუვას პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა.

„გამარჯობა, საქართველო! ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს გვერდით ყოფნა მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობის 100 წელს ზეიმობთ. მეც მინდა საქართველოს ჭეშმარიტი სახელი გამოვიყენო თქვენი ქვეყნის აღსანიშნავად, როგორც თქვენ გამოიყენეთ ჩემი ქვეყნისთვის. ჩვენი მეგობრობა ყვავის, ჩვენმა ხალხმა იცის და უყვარს საქართველო“, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

მისი თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში საქართველო წარმოადგენს მოწინავე ქვეყანას, ხოლო ნატო-სთვის საუკეთესო პარტნიორია კავკასიაში. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები