მსოფლიოში ყველაზე მაღალი პატარძალი

მსოფლიოში ყველაზე მაღალი პატარძალი ბრაზილიელი ელიზან და კრუზ სილვა გახდა,- ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს. 18 წლის ბრაზილიელი გოგონას სიმაღლე 203 სანსტიმეტრია. გოგონას ხანდახან რცხვენია სიმაღლის, რადგან მას ქუჩაში ყოველთვის აკვირდებიან. მისი საქმრო ფრანსინალდო და სილვა კარვალიოა. ისინი ერთმანეთს 3 წელი ხვდებოდნენ, ხოლო ერთწლიანი თანაცხოვრების შემდგომ მამაკაცმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა.
სიმაღლეს შორის დიდი განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთი უყვართ და ფრანსინალდო ამის გამო კომპლექსებს არ განიცდის. პირიქით, მამაკაცი მომავალი მეუღლის გვერდით თავს კარგად გრძნობს. როდესაც გოგონამ მისი და ფრანსინალდოს გაცნობის პერიოდი გაიხსენა, მაშინ ის არც კი ფიქრობდა, რომ მას ცოლად გაყვებოდა. ის უბრალოდ მასთან ერთობოდა, თუმცა, დროის შემდეგ, გოგონას მამაკაცი შეუყვარდა. ახლა წყვილი ბრაზილიის ქალაქ სალინოპოლისში ცხოვრობს და ქორწილისთვის ემზადება. მათი თქმით, ცერემონიალზე მხოლოდ ახლობლები იქნებიან მიწვეულები.

10302168_10203101956742754_3637284774786386559_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები