გიორგი აბუთიძე – რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: წელს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა გათვალისწინებული, შენობების განახლება შემდგომი ეტაპია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს

“ბევრი ობიექტია ნამდვილად რუსთაველის გამზირზე და ყველა გაფრთხილებულია, გამგეობის თანამშრომლების მიერ ინფორმირებულია, რომ იწყება გამზირის რეაბილიტაცია”, – ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ხმაური, ცოტა მტვერი შეაწუხებს მოსახლეობასაც და თვითონ კომერციული ობიექტების მფლობელებსაც, თუმცა ამხელა პროექტი სხვანაირად ვერ გამოვა. ბოდიში გვინდა მოსახლეობას მოვუხადოთ, დისკომფორტი იქნება ეს ოთხი თვე, თუმცა საბოლოოდ ალბათ ყველა კმაყოფილი იქნება. ეს ოთხი თვე ყველამ უნდა გავიჭირვოთ ცოტ-ცოტა, რათა შედეგი დაიდოს და რუსთაველის გამზირი კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს მომავალში.

წელს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა გათვალისწინებული, შენობების განახლება შემდგომი ეტაპია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს. მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული შენობების ავთენტურობა. ზოგიერთ შენობას გამაგრება სჭირდება, ზოგს ფასადების შეკეთება და ამ მიმართულებით განხორციელდება შემდგომ ეტაპზე სამუშაოები“, – აღნიშნა გიორგი აბუთიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები