მარნეულში კაცმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მამაკაცმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, გაშველების დროს, დაიჭრა მამაკაცის დედა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო.