სამხრეთ საფრანგეთში მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს – ევაკუირებულია ასობით ადამიანი

სამხრეთ საფრანგეთის ვარას დეპარტამენტში, ქალაქ კოტინიაკის მიმდებარედ, ძლიერი სიცხის ფონზე მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად ვრცელდება ტყიან ტერიტორიებზე და უკვე დაახლოებით 1 700 ჰექტარი მიწაა დამწვარი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარი საფრთხეს უქმნის ქალაქებს – კოტინიაკს, კორანსსა და მონფორს. პრეფექტურამ ცეცხლი პროვანსის რეგიონში ზაფხულის დასაწყისიდან ყველაზე დიდ ხანძრად შეაფასა.

სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია დაახლოებით 800 მეხანძრე. უსაფრთხოების მიზნით ასობით მცხოვრები დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. რამდენიმე საავტომობილო გზა დაკეტილია, რადგან საგანგებო სამსახურები ცეცხლის გავრცელების შეჩერებას და დასახლებების დაცვას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები