ტრამპი: აშშ ისრაელზე ზეწოლის შესაძლებლობას განიხილავს

შეერთებული შტატები განიხილავს ისრაელზე ზეწოლას, რათა მან ლიბანიდან ჯარები გაიყვანოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„კარგი, განვიხილავ. ახლახან გავიგე ამის შესახებ <…>. და განვიხილავთ“, – თქვა მან თეთრ სახლში ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნთან შეხვედრაზე, რითაც უპასუხა კითხვას, მზად იქნებოდა თუ არა აშშ ისრაელზე დამატებითი ზეწოლისთვის.

აღნიშნული კითხვა მას შემდეგ დაისვა, რაც ლიბანის არმიამ ისრაელის ძალები სამხრეთით მდებარე ქალაქ ზუტარ ალ-ღარბიაში „საპილოტე ზონაში“ მისი პოზიციების დაბომბვაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები