თურქეთის სასამართლომ, სახელმწიფო გადატრიალებისთვის დაკავებულებს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
თურქეთის სასამართლომ, 2016 წელს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაკავებულებს, განაჩენი გამოუტანა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ხსენებულ საქმეზე დაკავებულ 104 ადამიანს, სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
იზმირის სასამართლომ, სულ ჯამში, ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული 280 ბრალდებულის საქმე განიხილა. ცნობილია, რომ 21 ადამიანს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის, 31 ბრალდებულს კი, 10-წლიანი პატიმრობა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის შეეფარდა.
ცნობისათვის, მეამბოხეთა ჯგუფმა, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა 2016 წლის 16 ივლისს სცადა. მთავარი მოვლენები ანკარასა და სტამბოლში განვითარდა, რის შედეგადაც დაიღუპა 240-ზე მეტი და დაიჭრა 2 000 ადამიანი. ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობა ჩაახშო და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ოპოზიციონერი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.