ვენესუელაში, წლის ბოლოს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებია მოსალოდნელი

ვანასუელაში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ომარ ბარბოსამ გაავრცელა.
ქვეყნის საარჩევნო კომიტეტის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა, ნიკოლას მადურომ 7 მილიონი ამომრჩევლის ხმა მიიღო. ის თანამდებობას 2019 წლიდან 2025 წლამდე დაიკავებს.
ვენესუელას ეროვნული კრების თავჯდომარე კი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის იბრძოლებს.
ცნობისათვის, ნიკოლას მადუროს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამ, მსოფლიო ლიდერების აღშფოთება გამოიწვია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირი და ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოები ვენესუელას არჩევნების ლეგიტიმურობას და მიღებულ შედეგს არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ შედეგები ტოტალურად გაყალბდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები