კოლუმბიაში 30 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კოლუმბიაში, მდინარე კაუკას კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, 30 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, დიდია დასახლებული ადგილების დატბორვის ალბათობა, რის გამოც მოსახლეობას მაშველებმა სასწრაფოდ საცხოვრებელი სახლები დაატოვებინეს.
ორშაბათს, დილით, მთავრობამ მდინარე კაუკას ახლოს მდებარე რეგიონებში განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. ეს იმის გამო მოხდა, რომ მდინარის ერთ-ერთი არხი სრულიად გადმოვიდა კალაპოტიდან, ხოლო სათადარიგო სადრენაჟო სისტემა, ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის გამო დროებით გამოსულია მწყობრიდან.