კუბაზე ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კუბაზე მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა. სამი გადარჩენილი მგზავრიდან ერთ-ერთი, 23 წლის გრეტელ ლენდროუვი ჰავანის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. ექიმები მის მდგომარეობას თავიდანვე კრიტიკულად აფასებდნენ.
ცოცხლად გადარჩენილი კიდევ ორი მგზავრი, ამ ეტაპზე, მკურნალობას ჰავანას ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გადის. არსებული ინფორმაციით, მათ მდგომარეობა მძიმეა.
კუბაზე ავიაკატასტროფა 18 მაისს მოხდა. სამგზავრო „ბოინგ 737“ შიდა რეისს ასრულებდა, როდესაც კატასტოფა მოხდა. თვითმფრინავი ჰავანას აეროპორტიდან აფრენისას, რამდენიმე წუთში მწყობრიდან გამოვიდა და კუბის დედაქალაქის შემოგარენში კატასტროფა განიცადა.
ცნობილია, რომ კუბამ სამგზავრო ავია-ლაინერი მექსიკისგან შეისყიდა, თუმცა კატასტროფის მიზეზები ამ დრომდე ბუნდოვანი რჩება.