აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა ჯინა ჰასპელმა ფიცი დადო

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს უკვე ოფიციალური დირექტორი ჰყავს. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა ჯინა ჰასპელმა, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის წინაშე უკვე დადო ფიცი.
ჯინა ჰასპელმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პოსტი მას შემდეგ დაიკავა, რაც მისი წინამორბედი მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა.
ამერიკის სენატმა ჯინა ჰასპელი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის თანამდებობაზე გასულ ხუთშაბათს დაამტკიცა. ის ამერიკის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს უხელმძღვანელებს. მანამდე ის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები